რევაზ სოხაძე ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების პირველი ზონის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსაც გაეცნო
22 ივლისი 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების პირველი ზონის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსაც გაეცნო
პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობას, თანამედროვე აღრიცხვის სისტემების დანერგვასა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 19.3 კილომეტრი წყალმომარაგებისა და 17.3 კილომეტრი წყალარინების ქსელი.
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს აღმაშენებლის, წაქაძის, სადგურისა და გოგოლაძის ქუჩებზე, ასევე კოხტა-მიტარბის მიმართულებით, სადაც საგზაო საფარის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. პროექტის ფარგლებში შესრულებულია სამუშაოების 43%.
მინისტრმა სამუშაოების მიმდინარეობა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და განსაკუთრებული ყურადღება პროექტის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე გაამახვილა.
რევაზ სოხაძემ შესაბამის პირებს დაავალა, სამუშაოები დადგენილი გრაფიკის შესაბამისად და კოორდინირებულად გაგრძელდეს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს. .
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50.6 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.
მინისტრთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.